გიორგი შენგელია: “ქართული ოცნების” ოპონენტები გარკვეული ჯგუფების დახმარებით საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ (ვიდეო)

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გიორგი შენგელია ოპონენტებს წინასაარჩევნო შეხვედრებზე პროვიკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თავად შენგელიამ დღეს სოფელ ჩხოუში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“გარკვეული ჯგუფები არაკორექტულ კითხვებს სვამენ. ეს კითხვები რეალობასთან არანაირ კავშირშია. აპელირებენ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, სესხი გადამიხადოს. ყველას მოვუწოდებ, მსგავსი პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ და სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ “, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ოპონენტების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებზე საუბრობს შენგელიას შტაბის უფროსი, ლაშა გვასალიაც.

“რუსთავი 2-მა” შექმნა პროვოკატორების ჯგუფი, რომელიც შეხვედრებზე დაგვყვებიან და კანდიდატს პროვოკაციულ კითხვებს უსვამენ. საინტერესოა, რომ სულ ერთი და იგივე ადამიანები დაჰყავთ, თითქოსდა, ადგილობრივები არიან. სინამდვილეში ისინი ცდილობენ, შექმნან ფონი, თითქოს, გეგა შენგელიას რეგიონის მოსახლეობა უპირისპირდება. ჩვენ არ გვეშინია მათი პროვოკაციების, რა კითხვაც უნდათ, ის დასვან. ჩვენ მშვიდობიან რეჟიმში დავასრულებთ კამპანიას“, – განაცხადა გვასალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები