„ბალნეოკურორტ წყალტუბომ“ ორდღიან მედია-ტურს უმასპინძლა (ვიდეო)

0

„ბალნეოკურორტი წყალტუბოს“, ბევრი დამსვენებლისათვის ცნობილი, მე-6 აბაზანის ინიციატივითა და ორგანიზებით 6-7 აპრილს ორ დღიანი მედია-ტური გაიმართა. სტუმრებმა 2 დღის განმავლობაში მოინახულეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავი ადგილები, პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და, რაღა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალური რადონული მინერალური წყლების გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს. სტუმრების განთავსებაზე იზრუნა ტურისტებისათვის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა სასტუმრო „პრომეთემ“, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს წყალტუბოს რეკრეაციული ზონისა და მე-6 აბაზანიდან, ხოლო მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო „ჯორჯიან ბასმა“ უახლესი ავტობუსით #იმოგზაურევისოლთანერთად კამპანიის ფარგლებში. მედია-ტურის მიზანი იყო პრესის წარმომადგენლები ახლოს გაცნობოდნენ კურორტის სპეციფიკას და ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე.
„მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყო საბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც დღეს უკვე ოფიციალური წევრობა მიენიჭა. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 100 წლის, წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე მე-8 – მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით, შესაბამისად, ჩვენ დიდი სიამაყით წარვსდექით ჟიურისა და შემფასებლების წინაშე. დღეს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანის და ენდოკრინულ დაავადებებს. მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები- https://www.balneoresort.ge/?post_type=post
ასევე გვაქვს წონის კორექციის კურსიც, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს უცხოელი ტურისტების რაოდენობა და ჩვენი კომპლექსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვემაყება ზემოთ აღნიშნული ფაქტი და დღეს ევროპული თერმული გზა დამსახურებულად გადის უკვე წყალტუბოზეც“, – აცხადებს ბალნეოკურორტი წყალტუბოს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის კომპლექსის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.balneoresort.ge ; ხოლო სასტუმროს შესახებ – www.prometheus.ge

კომენტარები

კომენტარი