წვიმა, ქარი და თოვლი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება – წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ, შესაძლებელია, საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები