კახა კალაძე „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე – საჭიროა კონსოლიდაცია და არა – დაყოფა

“გული მწყდება, რომ 13 აპრილს მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დავინახე ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გულდასაწყვეტია მათი დღევანდელი პოზიცია, თუმცა, ვნახე ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდეც ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და შედეგი რა იყო – არაფერი. შესაბამისად, წინასწარ საუბარი გამიჭირდება, თუ რა შეუძლიათ და რისი გაკეთების სურვილი აქვთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ვხედავ, არის ის, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ თავის წერილშიც ისაუბრა – ეს არის კონსოლიდაცია, ერთობა. ყველაზე მეტად რაც დღეს ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. შესაბამისად, საჭიროა კონსოლიდაცია და არა – დაყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები