“თი ბი სი ბანკსა” და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა. „თი ბი სი ბანკსა“ და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის 2 ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა. გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.
კორპორატიული საბანკო მომსახურების პარალელურად, „თი ბი სი“ Tbilisi Hills Golf & Residences-ს იპოთეკური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. ექსკლუზიურად „თი ბი სი“ სტატუსის მომხმარებლებისათვის, Tbilisi Hills Golf & Residences-ის ვილებსა და აპარტამენტებზე ფასდაკლება გავრცელდება, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე – ბინის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.
„მოხარულნი ვართ, რომ საშუალება მოგვეცა,საზოგადოებას ჩვენი პარტნიორობის შესახებ ვაუწყოთ. „თი ბი სი ბანკი“ თავისი კორპორატიული მომსახურებით მხარში უდგას Tbilisi Hills Golf & Residences-ს. დღეიდან კი, „თი ბი სის“ მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება, ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში”, – განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე „AS Skinest Group”-ისა და თბილისი ჰილსის მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა, ოლეგ ოსინოვსკიმ.
Tbilisi Hills Golf & Residences საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომლექსია, რომელიც 331 ჰექტარზე თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმკლასის საცხოვრებელ ობიექტებსა და ყველაზე დიდ გოლფის მოედანს საქართველოში. იგი მოიცავს 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
თბილისი ჰილსი უნივერსალური კონცეფციაა, რომელიც აგებულია არა მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკაზე, არამედ – ეკომეგობრულ კონცეფციაზეც, რაც საქართველოში დეველოპერული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. კომპლექსს აქვს 180-გრადუსიანი ხედი ქალაქზე და სუფთა ჰაერი, ხოლო გარემოს ათვისება თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. ეს არის როგორც საცხოვრებელი, ასევე – დასასვენებელი კომპლექსის უნიკალური შერწყმა.
Tbilisi Hills Golf & Residences „AS Skinest Group“ – ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს. იგი მოიცავს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიც არის რკინიგზა, ბიზნესმიმართულება, ჰიდროელექტრო სადგურები ა.შ. „AS Skinest Group“-ი პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქალაქის მახლობლად ცხოვრების ახალ სტილს ამკვიდრებს, სადაც იქნება სივრცე საცხოვრებლად, რელაქსაციისა და გართობისათვის.
„თი ბი სი“ „AS Skinest Group“-ს მხარს უჭერს საქართველოში შემოსვლის დღიდანვე. „თი ბი სი ბანკისთვის“ უძრავი ქონების სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ახლახან, ბანკმა გამოუშვა ამ სფეროს პირველი კომპლექსური ანალიზი და დეველოპერებს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილა და მომავლის ტენდენციები გააცნო. ®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები