მსოფლიოში პირველად – ახალი ეკოსიგარეტი შეიქმნა

სამხრეთ აფრიკულმა კომპანიამ “Smokey Treats” მსოფლიოში პირველი ბიოდეგრადირებადი ეკოსიგარეტის შექმნის შესახებ განაცხადა. ის ისევ ისეთ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, მაგრამ სრულიად უვნებელია პლანეტისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “New York Post”-ი ავრცელებს.
სიგარეტის “ბიჩოკი” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაგვის სახეობაა პლანეტაზე. ფილტრი შეიცავს პლასტმასსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ანელებს მათ დაშლას და აბინძურებს გარემოს.
ეკოსიგარეტის ფილტრი ხის მერქნისგან არის დამზადებული. კომპანია “Smokey Treats”-ის დამფუძნებლების თქმით, გარკვეული დროის შემდეგ, მოწეული სიგარეტის “ბიჩოკისგან” გარემოში კვალიც კი არ დარჩება. შემქმნელების თქმით, თამბაქო არავითარ დანამატს შეიცავს. მუყაოს ყუთზე დატანილი წარწერაც კი ეკოლოგიურია – მელანი დამზადებულია სოიოსგან. კომპანიის დაპირებით, ეკოსიგარეტის გაყიდვებით მიღებული მოგება სამხრეთ აფრიკაში ტყის საფარის აღსადგენად იქნება მიმართული.
“მწეველებს შეუძლიათ, მშვიდად იძინონ და ახსოვდეთ, რომ მათი მავნე ჩვევა საერთოდ არ აბინძურებს ბუნებას”, – აცხადებენ შემქმნელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები