თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

0

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრიწის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნისა და თინათინის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, მუხრან მაჭავარიანისა და თოფურიძეს ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ლეო კერესელიძის, ფორე მოსულიშვილის, ფეიქართა, წყალსადენისა და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის, კარალეთისა და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, კავსაძის, მუხაძის, ბარნოვისა და ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილებისა და ცხემის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ველისციხის, სადმელის, გამყრელიძის, ვასილ კაკაბაძის, ჩარგლისა და სამოცდამეცამეტე ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და VI კვარტლების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, არსენ მეკოკიშვილის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყირიმის, აბაშის, ლაილაშის, აგარის, სალხინოს, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმა ხერხეულიძის, ქვალონის, ლანჩხუთის, ჭალადიდის, ლებარდოს, ასხინის, გივიშვილის, ტაშირის, ცაიშის, სენაკის, ხონისა და თეკლათის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის II ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, კასპის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილის, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, ქეთევან წამებულის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, წინანდლის, საბადურის, ჩიხლაძის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთისა და ჯორჯ ბუშის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი