სოფელ მშვიდობაურში ხანძარია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
როგორც „კვირას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 30 ჰექტარი. მათივე ინფორმაციით, მეხანძრე- მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები