რუსთავში,  საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ – ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია

0

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს აქციის მონაწილეებმა ხელი შეუშალეს. ​აქციაში ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობენ. მსვლელობის გამო ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია – აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ტერიტორიიდან ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლეს. აღნიშნულს  აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის დაპირისპირება  მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა მათი კორპუსების წინ ციხის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.

კომენტარები

კომენტარი