ილია მეორე: იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა

,,ჩვენ შევთხოვთ მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბრძანა.

„დარჩა ორი კვირა და ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით. ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა, დაემსგავსა ანგელოზს. მისი სულიერი ცხოვრება  იმდენად მაღალი იყო, რომ იორდანეს მდინარეზე ფეხით დადიოდა, როგორც დედამიწაზე. ჩვენ შევთხოვთ მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს”, -აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ “დედაენის დღეზეც” ისაუბრა.

“დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ, რომ როდესაც საშიშროება ელოდება ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული, ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები