ამირან სალუქვაძე “დაიცავი საქართველოზე”: ახალ მოძრაობას ორი რამ აკლია – ემოცია და იდეოლოგია

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დაფუძნებას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ეხმაურება. სალუქვაძე თვლის, რომ მოძრაობას ემოცია და იდეოლოგია აკლია.
“ახალი მოძრაობის შესახებ: ჯერ მოკლედ დავწერ, ამ დღეებში კი უფრო სრულად. მიმდინარე პროცესების შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი მესამე ძალის აუცილებლობაზე და იმაზეც, რომ დავიღალე 9+7 წლით. ამ ახალ მოძრაობას ორი რამ აკლია – ემოცია და იდეოლოგია.
პარტიების, პოლიტიკური ცხოვრების იდეოლოგიის არქონაზე რამდენიმე წელია ვწერ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს ორი ყური აქვთ და… ხომ იცით ორი ყურის დანიშნულება?! როცა იდეოლოგია არ არსებობს, იკრიბება განსხვავებული ხალხი, ზოგი ბიძინაზე განაწყენებული, ზოგი დანარჩენ სამყაროზე განაწყენებული, ზოგი გაბოროტებული, ზოგიც მართლა გულანთებული, ზოგი უბრალოდ, გზააბნეული. გამოჩნდა ბევრი ცნობადი სახე, თუმცა, შემოდგომის შემდეგ, ბევრი ცნობადი გამოაკლდა. რატომ? ისე, მეც კინაღამ შევუერთდი, ზემოთ ხსენებული ფორმულის გამო…
რას ვაკეთებთ 27 წელია? -ყველა გამსახურდიას წინააღმდეგ; -ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ; -ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ; -ახლა, ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ტალღების შემდეგ, ერთხელ მაინც, მივიღეთ ნორმალური პოლიტიკური პროცესი? ვერა და ვერც ახლა მივიღებთ, რადგან იმის ნაცვლად, რომ პარტიების, მოძრაობების მშენებლობას იდეოლოგიით ვიწყებდეთ და ამ პრინციპით ვაერთიანებდეთ ადამიანებს, წყენის და გულგაცრუების ნიადაგზე ვიწყებთ რაღაცის შენებას.
ჯერ ერთი, წყენის და გულგაცრუების მიზეზი ყველას განსხვავებული აქვს. მეორე, ნეგატივზე პოზიტივს ვერ დააშენებ, გამოგეცლება ფუნდამენტი. მოკლედ, არ მიმიზიდა ახალმა მოძრაობამ. ამ პერიოდში კიდევ რამდენიმე უპერსპექტივო პარტიის შექმნა დაანონსდა/მოხდა. ამ წერილს, უფრო ვრცლად, ამ დღეებში შემოგთავაზებთ”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები