ნიკოლოზ მეტრეველი: უკმაყოფილებამ არ უნდა დაგვამსგავსოს „შავგულიძეებს და ბერძენიშვილებს“

კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, 13 აპრილს, ფილარმონიაში გამართულ, ,,დაიცავი საქართველოს” პირველ შეკრებაზე წერს.

,,საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბინძური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი იმ ადამიანის გვერდით ვიყავი, ვინც დღეს ფილარმონიაში შეიკრიბა. მრავალ მათგანთან რეჟიმთან ბრძოლის წლების გარდა, ნამდვილი მეგობრობაც მაკავშირებს. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ადამიანებს უმეტესობას გულწრლფერად სჯერა იმის, რასაც აცხადებენ და მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი აწუხებთ. დღეს, საქართველოში 2012 წლის შედეგ, ყველას აქვს უფლებაც და საშუალებაც უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი აზრი და შექმნას ან გაწევრიანდეს ნებისმიერ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. მაგრამ, დაუკმაყოფილებელმა ამბიციებმა თუ, ობიექტური მიზეზებით განპირობებულმა უკმაყოფილებამ არ უნდა გაგვაიგივოს და დაგვამსგავსოს „შავგულიძეებს და ბერძენიშვილებს“.

სამწუხაროდ, ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოების ნაწილს ყოველგვარ აზრს მოკლებული თავდაჯერებულობით თანატოლფასი ჰგონია, საკუთარი და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და დამსახურება. ეს რომ ასე არ არის მათ გარდა ყველა კარგად ხედავს.

ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში ყველა ერთად დავინახავთ ვის რა ამოძრავებს. ჩვენს ქვეყანაში ხომ არასოდეს დიდი ხნით არაფერი იმალება. ალბათ ბევრი ჩვენგანი ისევ მეგობრად და თანამებრძოლად დარჩება, რაღაც ნაწილი კი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან შეეცდება საკუთარი „ბედნიერების“ მოპოვებას”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები