ოზურგეთში ტყე იწვის – ხანძარს ცოცხალი ძალა ებრძვის

უკვე ორ საათზე მეტია ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია. იწვის ტყე და ბუჩქნარი. ადგილზე იმყოფება ორი სახანძრო და სამაშველო ჯგუფი.

როგორც „კვირას“ ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ განუცხადა, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე–მაშველებს ეპიცენტრის ადგილზე მისვლა ფეხით მოუწიათ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები