მამუკა ბახტაძე: ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა. მისალოცი პოსტი გავრცელდა მამუკა ბახტაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც.

,,გილოცავთ ყველას, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია!

ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარებას!

ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ფედერაციას, სამინისტროს, ჩვენს სახელოვან ძალოსნებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ბათუმში ძალოსნობაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებაში”, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძალოსნების ტრიუმფით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები