ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა, მან 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი – 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა. ძალოსანს მესამე ცდა არ დასჭირვებია.
ამ შედეგით ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ კი 206 კგ აიტაცა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები