თბილისში, სასტუმრო “საქართველოში”, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საოჯახო მარნებში  დამზადებული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია გაიმართა 

თბილისში სასტუმრო “საქართველოში“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საოჯახო მარნებში დამზადებული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია გაიმართა.
​როგორც “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამოფენაზე 21 მეღვინე იყო წარმოდგენილი.
ღვინოების წარდგენას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები,  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით, ტურისტულ კომპანიებსა და ბაღდათის საოჯახო მარნების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მოხდა. უახლოეს მომავალში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მარნებში კომპანიების ტუროპერატორების ინფოტურები დაიგეგმება.
ღვინოების გამოფენა-გაყიდვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილებისა და ბაღდათის საოჯახო მარნების გილდიის ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები