„ძალიან გვაღელვებს, როგორ აისახება აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ქართულენოვან მოსახლეობაზე“

ჩვენ ძალიან გვაღელვებს, როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ აისახება ეს ჯერ კიდევ იქ დარჩენილი აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე, ქართულენოვან მოსახლეობაზე – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც.
“ერთადერთი განცხადება, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოკუპაციო ძალების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, რომ ის აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც, ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის.
ჩვენ ძალიან გვაღელვებს, როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ აისახება ეს ჯერ კიდევ იქ დარჩენილ აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე ქართულენოვან მოსახლეობაზე. ვაკვირდებით მოვლენებს და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები