მეთიუ ბრაიზა სკანდალურ ვიდეოს აფასებს

  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ გუშინ გავრცელებული სკანდალური ვიდეო შეაფასა.
„იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ თქვა ფრაზა: “მე მინდა გვამი”, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს.
“არ მინახავს ვიდეო. დღეს დილით მითხრეს ამის თაობაზე. როგორც გავიგე, ჩატარდება გამოძიება, რაც მართებულია. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ დიპლომატიური განცხადების გაკეთებისას შინაარსი, კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა სიტუაცია იყო და რა გარემო. იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია თქვა ფრაზა – “მე მინდა გვამი”. არ მინახავს ვიდეო და ის უნდა გამოიძიონ”, – აღნიშნა ბრაიზამ.
მეთიუ ბრაიზა საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს: “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”. youtube-ზე ვიდეო ,,Appolon Osman’’-ის სახელით აიტვირთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები