პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები შუალედურ არჩევნებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, ზაურ დარგალს ხვალ წარადგენენ.
წარდგენა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათზე დაიწყება.
ზაურ დურგალი ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას 2017 წლიდან იკავებს. ფლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.