“ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონში ქარსაცავი ზოლის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ საქარის თემთან, ქარსაცავი ზოლის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტს „ქარსაცავი ზოლი თემის მხარდასაჭერად” არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის”, სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDC) და ზესტაფონის მერია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად ახორციელებენ.

ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით, აღნიშნული პროექტი ზესტაფონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პროექტის მიზანია, წლის ბოლომდე 4 500-მეტრიანი ქარსაცავი ზოლი მოეწყოს.

„პროექტის პირველ ეტაპზე, ნერგები ორ ზოლად უკვე დაირგო. ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალები მომავლისთვის” ერთად ხორციელდება და მასში ჩართულია მოსახლეობაც. მწვანე საფარის ამ საქარე ზოლის დანიშნულებაა, საწარმოსთან ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე დასახლება – სოფელ საქარის თემი დაიცვას ატმოსფეროში გაფრქვეული სამრეწველო მტვრის იმ ნაწილაკებისაგან, რომლებიც ჰაერში სწორედ საწარმოო პროცესების შედეგად ხვდება“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.

გარემოსდაცვითი პროექტის მესამე ეტაპი შემოდგომაზე განხორციელდება და წლის ბოლომდე 2500 ნერგი დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები