ცესკო-ში 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და პოლიტიკური პარტიების გასულ წელს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ  მიაწოდა.

ინსტიტუციური გაძლიერება, სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო ოპერაციების დახვეწა – ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც, თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია 2018 წლის განმავლობაში ძირითად აქცენტს აკეთებდა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის  – 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებებზე.
თამარ ჟვანიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი გამოცემაც წარუდგინა. წიგნი ცესკო-ს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები