როგორ ფიქრობთ, გვეშველება თუ არა რამე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოკითხვისას რესპონდენტებს ამ კითხვითაც მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევისას რესპონდენტებს, სხვა კითხვებთან ერთად, ასეთი კითხვითაც მიმართეს – „თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე?“
ამ კითხვაზე გამოკითხულთა 58% პასუხობს – დიახ; 27% – არა; კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 15%-მა.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები