მამუკა ბახტაძე: ქართული საგალობლები მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა

„ქართული საგალობლები მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ქართული საგალობლების სანოტო ნიშნების კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ქართული საგანძური ჩვენი ქვეყნის საგანძურს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.
ამასთან, პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ქართული საგალობლების რვატომეული რამდენიმე დღის წინ გამოიცა, რაც უნიკალური მოვლენაა.
“ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.
ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენი სურვილი და მოწოდებაა ის, რომ საქართველოში, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და, მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ, ასევე, უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ქართული საგალობლების რვატომეული გამოიცა. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯები. ეს საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო იმისთვის, რომ სრულად დავრწმუნდეთ, ყველა ქართული საგალობელი გვაქვს გამოცემული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები