პოროშენკო: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ინაუგურაციის შემდეგ უნდა მოეწეროს ხელი
პეტრე პოროშენკოს განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ მხარეს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა მოეწეროს ხელი, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
პოროშენკოს პრესმდივნის განცხადებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადებს პოროშენკო მომავალ კვირას, პოლონეთში ვიზიტისას, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერთან ერთად განიხილავს. უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია და მისი ლიდერები, რომლებიც უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს უჭერდნენ მხარს და ასევე მზადყოფნას გამოთქვამდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ასევე დაუჭერენ ამ პოზიციას მხარს, რომ ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოეწეროს.