ავტობანზე ბენზინმზიდს ცეცხლი გაუჩნდა – დაიღუპა ერთი ადამიანი (ფოტოები)

გორი-თბილისის ავტობანზე მოძრავ ბენზინმზიდს სოფელ შავშვებთან ცეცხლი გაუჩნდა. მანქანა ბორდიურს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მანქანა ისე სწრაფად აალდა, მძღოლმა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა ვერ მოასწრო და იქვე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
გარდაცვლილის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
შემთხვევა, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა. ამ ეტაპზე, ავტობანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები