თეა წულუკიანი: ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, ძნელია, დამალო გაოცება, როცა შალვა შავგულიძეს ე.წ. ნაცებთან ხედავ

“ნაცი“, „ევროსაქი“ ერთი და იმავე წარმოშობისა და იდენტობის პოლიტიკური ჯგუფები არიან. ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, მათთან შალვა შავგულიძეს რომ ვხედავთ, ძნელია, დამალო გაოცება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ნაცი“, „ევროსაქი“ ერთი და იმავე წარმოშობისა და იდენტობის პოლიტიკური ჯგუფები არიან. დიახ, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, მათთან შალვა შავგულიძეს რომ ვხედავთ, ძნელია, დამალო გაოცება. მე ათ წელს ვიმუშავე სტრასბურგის სასამართლოში. მონაწილეობა მაქვს მიღებული “გირგვლიანი-ენუქიძის საქმის” მართვაში, გადაწყვეტილების შედგენაში. შემიძლია, სხვა საქმეებიც გავიხსენო, რომლებზეც დამიწერია გადაწყვეტილების პროექტები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მისჯილი სასჯელის ზომა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა.
“დღეს შარს დებენ მურუსიძეს და ახსენებენ, რომ ის ვალდებული იყო, პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა გამოსაძიებლად, რამეთუ ეს სასჯელი არ იყო საკმარისი იმ მკვლელობისათვის, რაც მოხდა. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს, იცით, რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაციაში. როგორ მოხდა, რომ ადვოკატმა შავგულიძემ, როცა დაბალი სასჯელი მიუსაჯა პირველ ინსტანციაში სასამართლომ, აპელაციაში საჩივარი არ შეიტანა. ეს საჩივარი რომ არ შეიტანა, სწორედ ამან არ მისცა საშუალება მურუსიძეს, რომ პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “პირისპირ” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები