პროკურატურაში ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კონფერენცია, რომელსაც სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ, გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძემ გახსნა.
როგორც “კვირას” გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, კვლევა 2018 წელს საგამოძიებო უწყებისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით გახორციელდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ძირითად მიზანს დანაშაულის გამეორებით ჩადენასთან დაკავშირებული რისკისა და დამცავი ფაქტორების გამოვლენა წარმოადგენდა, კვლევის სამიზნე ჯგუფები კი ყოფილი მსჯავრდებულები, მათი ოჯახის წევრები და სერვისის მიმწოდებლები იყვნენ.
კვლევის შედეგები შესაბამის საჯარო სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების გახორციელებაში დაეხმარება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის  შედეგები, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები