ეკა ბესელიას მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი ჩავარდა

სამი მომხრე, ხუთი წინააღმდეგი – ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წარმომადგენლების მთავარი შეფასებაა ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტი არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები