ვანო ზარდიაშვილი: საზოგადოება „ბესელიობანათი“ დაიღალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი უარყოფს ეკა ბესელიას ინფორმაციას, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.

ზარდიაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სიცრუეა, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს.
„მსგავსი ინფორმაცია პირველად მოვისმინეთ. ეკა ბესელიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან საზოგადოება “ბესელიობანათი” დაიღალა. არ ვაპირებ მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა იკრძალება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი. ზოგიერთი მედიასაშუალების მიზანია, ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს, მაგრამ საზოგადოება დაღლილია ბესელიათი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები