„ქართული ოცნების” დაშლის პროცესი, შესაძლოა, ჯანსაღიც იყოს, რადგან უმრავლესობის დეპუტატები თავიანთ შეცდომას ხვდებიან”, – ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საკრებულოს დეპუტატების – ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ საკრებულოს უმრავლესობის დატოვების ფაქტს.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ დაშლილია.
„ქართული ოცნება“ დაშლილია. ეს პროცესი გაგრძელდება სხვადასხვა დონეზე. როგორც საკრებულოებში, ასევე – პარლამენტშიც იქნება „ქართული ოცნების” დაშლის შემდგომი ტალღა.
ინტრიგებმა მოიცვა დღევანდელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რომლის შედეგია ის, რასაც ვხედავთ – ჩამოშლილია ეკონომიკა. „ოცნების“ დეპუტატების გარკვეული წრე ხვდება თავიანთ შეცდომას და უკვე არ უღირთ ყოფნა იქ, სადაც არ არის პერსპექტივა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა – ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვეს.