ბექა დავითულიანი: ჯიშკარიან-შაქარიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა

თბილისის საკრებულოს წევრების – ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის მიერ საკრებულოს უმრავლესობისა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვების საკითხს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, უმრავლესობის ყოფილი წევრების მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ორგანიზაციას უკავშირებენ, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს დაანონსებული და, აქედან გამომდინარე, მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დააანონსეს შეერთება სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილი იყო. ამ ადამიანებს დეკლარირებული აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ისინი საკრებულოს წევრები არიან და ცხადია, უკვე შეცვლილი სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას დედაქალაქთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები