კრწანისში ყვითელი ავტობუსი ბორდიურზე ავარდა (ფოტო)

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მოძრავი N31 ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა დღეს, 11:15 სთ-ზე დაფიქსირდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა ავტობუსი, ხაზზე გასვლამდე, ტექნიკურ შემოწმებას გადის, თუმცა, იმ დროისთვის, არანაირი ხარვეზი დაფიქსირებულა. მათივე თქმით, იმას, თუ რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, სამართალდამცველებთან ერთად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა სამსახურის თანამშრომლებიც გაარკვევენ.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები