ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანში შესული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ ეზოში არსებულ ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და საძანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.