„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს

„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული კოპენჰაგენის საგზურით დაჯილდოვდება ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია – საქართველო.
გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. ამისთვის საჭიროა ტრანზაქციის გახორციელება ვებგვერდიდან www.hub.vtb.ge. აღნიშნული ვებგვერდიდან შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ბარათიდან მხოლოდ მიმღების ტელეფონის ნომრით, ან ელფოსტის მისამართით.
ერთი ტრანზაქციის ჩატარებისას გროვდება ერთი ქულა, გადრიცხვის მიმღების მიერ ჩატარებულ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება ერთი ბონუს ქულა. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობისა და, შესაბამისად, დაგროვილი ქულების მიხედვით. ყველაზე მეტი ქულის, ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარიან ვაუჩერს.
გათამაშება 2019 წლის 10 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები