თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა – ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
საკრებულოს წევრებმა მიზეზიც დაასახელეს და განმარტეს, რომ მათთვის მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება.
„სამწუხაროდ, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ცნობისათვის, თბილისის საკრებულოში ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი “ქართულ ოცნებას” 2017 წლიდან წარმოადგენდნენ.