მაია მელიქიძე დისკუსიაში – „სამოქალაქო საზოგადოების მომავალი“ მიიღებს მონაწილეობას

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი, სემეკის წევრი მაია მელიქიძე Theodor-Heuss-Kolleg-ის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში „სამოქალაქო საზოგადოების მომავალი“ მონაწილეობას მიიღებს.
დისკუსია 11 აპრილს, 16:30 საათზე, „ფაბრიკაში“ გაიმართება, სადაც მაია მელიქიძე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. დისკუსიაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გერმანიის საელჩოსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
Theodor-Heuss-Kolleg-ის საერთაშორისო ქსელი ორგანიზებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობას ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან. პროექტის მიზანია დემოკრატიული ფასეულობების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოებების გამოწვევების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები