შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ ცაიშის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი (გეგა) შენგელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მერობის კანდიდატი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო და მის მოგვარებას დაჰპირდა.

„ვაგრძელებთ საარჩევნო შეხვედრებს. ახლა ვიმყოფებით სოფელ ცაიშში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. მოვისმინეთ ყველა პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებს და ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა გეგა შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები