ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენზე.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელიგანაჩენი, რომლის თანახმად, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულიმსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტთან დაკავშირებით არსებულ საქმეზე ბ.ა., რომელსაც ბრალი ედებოდაციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10წლის ვადით.

ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბ.ა.-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდგანესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით.ბრალდებულები გ.მ. და ლ.ქ., რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯგუფურად, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 109მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტით და სასჯელის სახით შეუფარდა თვისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისგათვალისწინებით ბრალდებულებს საბოლოდ მიესაჯათ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდებული მ.ქ., რომელსაც ბრალი ედებოდაციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ს 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდათავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მ.ქ.-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდგანესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს,ქ.თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორისდ.ა.-ს და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ.დ.-ს თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთანამშრომლების ლ.ქ.-ს და გ.მ.-ს მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულოახალგაზრდები – 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნითმაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბ.ა.-ს ინიციატივითა და მისი უშუალო მონაწილეობით, მ.ქ.-სთან ერთად, მოხდაპატიმრების წამება. კერძოდ, პატიმრები გააშიშვლეს ციხის ეზოში, ხელკეტებისა და ავტომატების გამოყენებით სცემეს და იანვრის ღამეს, გაუსაძლისსიცივეში ცემით დაყარეს ტალახში და ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. გარდა ამისა, პატიმრების წამებამეშვიდე დაწესებულებაში ელექტროშოკის გამოყენებით განხორციელდა, რამაც პატიმრების ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვაგამოიწვია. სასამართლო განაჩენით ასევე დადასტურებულ იქნა, რომ ბ.ა.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით უზრუნველყო სანდროგირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე ფაქტზე (ე.წ.„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21დეკემბერს გამოტანილი განაჩენით, რომელიც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, დ.ა. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებშიჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სსკ-ის109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე განაჩენით გ.დ. დამნაშავედ იქნაცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივიუფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველინაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები