გია გაბრიჭიძე ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე: რამდენიმე საინტერესო ფრაზას მივაქციე ყურადღება

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
“წავიკითხე და რამდენიმე საინტერესო ფრაზას მივაქციე ყურადღება:
– ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა, შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
. . . . .
ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ევროპულ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენ მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ, დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია.
ცხადია, თუ გარკვეულ ემოციებს გვერდზე გადავდებთ და რეალურად, მშრალად შევხედავთ არსებულ ვითარებას, ძალიან ძნელია, არ დაეთანხმო. ერთსაც დავამატებ – ამ ფაქტობრივად საპროგრამო დოკუმენტს წესიერად გააზრება და მიყოლა სჭირდება. კრიტიკა კარგია, მაგრამ უიმედობის გამომჟღავნება – ისევ გვატყუებენ, ისევ სათავისოდ წერენ დ.ა.შ. კლავს სამშობლოს უპირობო სიყვარულს. კლავს იმ მუხტს და ემოციას, რომელიც კიდევ შეგვაძლებინებს, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოვაქციოთ.
მე რეცეპტს არ გთავაზობთ. სხვებს ნუ შევხედავთ, ყველანი წესიერად დავფიქრდეთ და ისე ვიმოქმედოთ.
უამრავი რამაა გასაკეთებელი”, – წერს გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები