პოლონეთში მასწავლებლები საპროტესტო აქციებს მართავენ
პოლონეთში, დღეს, 8 აპრილს მასწავლებლების საპროტესტო აქციები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Gordon” ავრცელებს.
მასწავლებლები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ, რომელიც ახლა 3380 ზლოტია. მასწავლებლების ხელფასის გაზრდას 30 %-ით ორ ეტაპად ითხოვენ, ჯერ 15%-ის პირველი იანვრიდან, შემდეგ კი 2019 წლის 1 სექტემბრიდან კიდევ 15%-ით. პოლონეთის მთავრობა 7 აპრილს, მასწავლებეს 2019 წლის სექტემბრიდან მხოლოდ 15 %-ით გაზრდა შესთავაზა, შესაბამისად ანაზღაურების სისტემა 2020 წლიდან განახლდებოდა. პროფკავშირებმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღეს და მასწავლებლებს საპროტექსტო აქციების გამართვისკენ მოუწოდეს.