ტრიპოლთან საომარ მოქმედებებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში, ტრიპოლთან მიმდინარე საომარ მოქმედებებში 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლოდ 50 დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “AFP” ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნია, რომ დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოსახლეობაცაა. როგორც ცნობილია, ლიბიის ნაციონალური არმიის ფედერალური მარშალის, ხალიფა ხაფთარის ქვედანაყოფები, ამ დროისთვის, ტრიპოლზე თავდასხმას ახორციელებენ. 4 აპრილს ხაფთარმა გამოაცხადა, რომ ქალაქს თავს დაესხმებოდა. ტელეარხ “Sky News Arabia”-ს ცნობით, ლიბიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ავიადარტყმა ტრიპოლის დასავლეთით გაახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები