მწერალი იორამ ღუდუშაური გარდაიცვალა
ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში გარდაიცვალა მწერალი იორამ ღუდუშაური. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სოფია ავსაჯანიშვილი ავრცელებს.
„ხევმა დიდი ადამიანი დაკარგა, საამაყო მოხევე და დიდი ქართველი, იორამ ღუდუშაურის გარდაცვალება სამწუხარო და გულსატკენია… ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ხევს და სრულიად საქართველოს“, – წერს სოფია ავსაჯანიშვილი.
იორამ ღუდუშაური იყო პროზაული კრებულების, ლექსებისა და პოემების ავტორი.