ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი გარდაიცვალა

ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი 69 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი.
დიმიტრი თუმანიშვილი  1950 წელს თბილისში დაიბადა. 1999-2006 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილების გამგე;
მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში და კითხულობდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსს. მრავალი თაობის აღმზრდელი და ხელოვნების მასწავლებელი იყო.
მისი სამეცნიერო კვლევის სფერო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია და თანამედროვე ქართული ხელოვნების აქტუალური საკითხები იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები