2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ქართველი ფინალისტები ცნობილია
2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ქართველი ფინალისტები ცნობილია.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ეს ავტორები არიან:
ბექა ადამაშვილი – „ამ რომანში ყველა კვდება“, ბაკურ სულაკაური გამომცემლობა;
ლუკა ბაქანიძე – „სად ხარ ლაზარე“, გამომცემლობა პალიტრა L;
ივა ფეზუაშვილი – „ფსკერის სახარება“, გამომცემლობა „ინტელექტი“.
2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად შეირჩა 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველოს, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.
საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობდნენ ამ კონკურსში.
კონკურსი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის გამოცხადდა 2019 წლის 13 თებერვალს. იგი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა.