მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება

12 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მისალმებით გამოვლენ: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. როინ მეტრეველი;  აკად. ელიზბარ ჯაველიძე;  პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

მოხსენებები:

პროფ. მ. ღლონტი – მუხრან მაჭავარიანის ცხოვრების გზა
აკად. გუჩა კვარაცხელია – „ქვეყანა შეძრა სიკვდილმა მისმა“…
აკად. ავთანდილ არაბული — წარსულის ხმა მომავლისათვის
პროფ. ლევან ბრეგაძე – მუხრან მაჭავარიანის „ფასკუნჯის“ ინტერპრეტაციისათვის
პროფ. თამარ ვაშაკიძე – მუხრან მაჭავარიანი – ციკლიდან „1832“
პროფ. მერაბ ჩუხუა – მუხრან მაჭავარიანი – ქართული სიტყვის მკვლევარი

სიტყვით გამოვლენ: პროფ. გ. გოგოლაშვილი, პროფ. ლ. მინაშვილი, პროფ. ე. ნადირაძე, პროფ. ი. სიგუა, პროფ. ვ. შენგელია, პროფ. ი. ჭუმბურიძე, პროფ. მ. ჯოხაძე.

მის: რუსთაველის გამზირი, 52, V სართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები