“ბლექაუთი” და საგანგებო მდგომარეობა – რა ვითარებაა სუდანში

სუდანში ელექტროენერგიით მომარაგება მთლიანად შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი სუდანის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სამინისტროზე დაყრდნობთ ავრცელებს. აღსანიშნია, რომ უწყებაში არ იძლევიან განმარტებას, თუ რატომ მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა, მაგრამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინჟინრები და ტექნიკოსები ცდილობდნენ, აღედგინათ ელექტრომომარაგება. სამინისტროს განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება წარდგენილი.
“ბლექაუთი” სუდანში, დედაქალაქ ხართუმესში განვითარებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა. მანიფესტანტები პრეზიდენტ ომალ ალ ბაშირას გადადგომას ითხოვდნენ, რომელიც უკვე 30 წელია, ქვეყანას უძღვება. 2018 წლის დეკემბრიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებში სუდანში, სულ მცირე, 32 აქტივისტი დაიღუპა. თავის მხრივ, ალ-ბაშირმა თებერვლის ბოლოს მთავრობა დაითხოვა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი წლის ვადით გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები