ამერიკის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კირსტენ ნილსონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “Twitter”-ში წერს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების ხელმძღვანელმა, კევინ მაკალინანმა დაიკავა. ტრამპმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ნილსონს ამერიკისთვის გაწეული სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები