თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ:
„კრწანისის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ალექსანდრე დიუმას (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, ავლევის, ბარათაშვილის, ვერცხლისა და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ქავთარაძისა და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, კვერნაძის, ტყვარჩელის, ბერბუკის, ასლანიდის, აფაქიძის, კოდორისა და ბოჭორიშვლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და ქსნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ბოჭორიშვილისა და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, წმინდა ნიკოლოზის, თოიძის, ჯავახიშვილის, გორკის, ციმაკურიძის, ხეთაგუროვის, უშანგი ჩხეიძის, თვალჭრელიძის (ნაწილობრივ), სულაშვილის, მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, კუმისის, საბჭოს (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ტოლსტოის, ნეკრასოვისა და პლატონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, სპარტაკის, კალატოზის, ახვლედიანის, ურიცკის, სამოქალაქოსა და იორის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონი
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას, ბაქრაძის, კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, თვალჭრელიძის, ყაზბეგის, ზანდუკელის, მაჭავარიანისა და მილორავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონი
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები