ავსტრალიაში ტოქსიკური ნარჩენების საწყობი იწვის (ვიდეო)
ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ ქიმიური ქარხნის საწყობში, სადაც ტოქსიკური ნარჩენები ინახება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ცეცხლმა მომენტალურად მოიცვა ქარხნის ერთ-ერთი კორპუსი, ზოგი თვითმხილველის მტკიცებით აფეთქების ხმებიც ისმოდა. ვითარება მძიმდება იმით, რომ საწყობში ტოქსიკური ნარჩენების მასალები ინახება.
ხანძრის ჩასაქრობად ასობით მაშველი და მეხანძრეა მობილიზებული. როგორც ცნობილია საწარმოს ხელმძღვანელობამ ლიცენზია დაკარგა ტოქსიკური ნივთიერებების უტილიზაციაზე. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, ხოლო მისი შედეგების მოგვარება გაცილებით ხანგრძლივი პროცესი იქნება.