უკრაინაში, საქართველოს საელჩოში, ქეთევან შენგელიას პოეზიის საღამო გაიმართება
6 აპრილს, 16:00 საათზე, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების „გეორგიას“ ორგანიზებით, საქართველოს საელჩოში გაიმართება დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
როგორც „კვირას“ საქართველოს საელჩოდან აცნობეს, სპეციალურად ღონისძიებისთვის, დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლების თხოვნით, საქართველოდან მიწვეულია ცნობილი ქართველი პოეტი, ქეთევან შენგელია, რომელიც პოეზიის საღამოს გამართავს.